ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

მისი თქმით, ის კიევს უკრაინისთვის ევროპის დახმარების საკითხებზე სასაუბროდ ეწვია.

„გათბობის სეზონის დადგომასთან ერთად მერვე ვიზიტით კიევს ვეწვიე, ხოლო რუსეთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას აგრძელებს. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას მის მამაც ძალისხმევაში“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინის დედაქალაქში ის ზამთრისთვის მომზადებას და „დიდი შვიდეულის“ მიერ ახალი კრედიტის გამოყოფის საკითხს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები