იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.0 პროცენტით გაიზარდა

იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.0 პროცენტით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 700.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 085.3 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 1 636.2 მილიონი აშშ დოლარითა და აშშ – 1 278.8 მილიონი აშშ დოლარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები