“კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის შეიძლება, ადამიანებიც დახოცო და საქართველოს პარლამენტს ცეცხლი რომ წაუკიდო, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადო, ამის დაცვისთვის პოლიციელი უნდა დაასანქცირო” – მაჭარაშვილი

“კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის შეიძლება, ადამიანებიც დახოცო, სამუდამო პატიმრობაში გაუშვა და საქართველოს პარლამენტს ცეცხლი რომ წაუკიდო, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადო, ამის დაცვისთვის პოლიციელი უნდა დაასანქცირო”, – აცხადებს “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი.

“მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვაფასებენ, როგორც წარმატებულ ქვეყანას და თავად შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს თურმე შეიძლება ადამიანებიც დახოცო, მუდმივ პატიმრობაში გაუშვა ასობით ადამიანი იმ მოტივით, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმა არ შეიძლება და საქართველოს პარლამენტში ცეცხლი რომ წაუკიდო, ცოცხლად დაწვის მცდელობა რომ გქონდეს პოლიციელის, პარლამენტის კარები დაანგრიო, ცეცხლი წაუკიდო, ფანჯრები ჩაამტვრიო, ეს რომ დაიცვას პოლიციელმა ამისთვის უნდა დაასანქცირო. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ვასალური დამოკიდებულება და თუ ასე გაგრძელდა, პრემიერის განცხადება იყო ქართველი ხალხის გამოძახილი, რომ ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ამ ურთიერთობებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები