“ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს” – ოდიშარია

“ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდია წევრი, ბექა ოდიშარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გახარია-ხაზარაძის პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით.

“სამწუხარო სანახავია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძალდატანებული ხანუმობა ამ უნიჭო დრამატურგიაში, მაშინ როდესაც გათამაშებულია, თითქოს ფიქრობენ. გახარიას, ხაზარაძის და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია. ისინი ძალიან მალე, როგორც ამას ჩვენ თვეების წინ ვაანონსებდით, გაუერთიანდებიან ერთმანეთს, თუმცა წაართმევენ იმ ცოტა ხმებსაც. რადგან ასეთი ეკლექტური, უაზრო და უპრინციპო გაერთიანება ქართველებისთვის მიუღებელია. როდესაც ხალხი ერთმანეთს დედას აგინებს და 5-10 წუთის წინ ერთმანეთს უკიდურეს შეურაცხყოფებს აყენებენ, შემდგომში მათი ერთობის პატარა ბავშვსაც არ სჯერა. გაერთიანდნენ, კი ბატონო. ისედაც ეს ორი ძალიან მძიმე ქვა იყო პოლიტიკურ ბადეში და ქვას რომ ქვა დაემატება, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას ძალიან მალე, 26 ოქტომბერს ვნახავთ”, – აცხადებს ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები