„ქართული ოცნება“ გამარჯვებასა და წარმატებასთან ასოცირდება, ამის დასტურია საარჩევნო სიის ოცეულში ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ყველა სხვა დანარჩენი ჩვენი გუნდის წევრი” – წილოსანი

„ქართული ოცნება“ გამარჯვებასთან და წარმატებასთან ასოცირდება, ამის დასტურია საარჩევნო სიის ოცეულში ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ყველა სხვა დანარჩენი ჩვენი გუნდის წევრი, საკუთარი წარმატების ისტორიებით”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე.

“რომ დავფიქრდეთ, რამხელა შრომის და ბრძოლის ფასად აქვთ ამ ადამიანებს მიღწეული თავიანთი გამარჯვება, მაშინ როდესაც, სალომე სამადაშვილის და ალეკო ელისაშვილისნაირებისთვის ერთი პარტიიდან მეორეში გადახტომაც კი საკმარისია, რომ დარჩნენ პოლიტიკაში. მაგალითად, ძველი არამზადებისთვის ახლის დარქმევა თითქოს უცოდველად დაბადებას ნიშნავს. მაგალითად, „ანა ხალხისთვის“ ყველაზე ბინძური კაპიტალისტების დაჯგუფებაში გადავა, მისთვის ეს უფრო მორალურია, ვიდრე ნაბრძოლი და ნაშრომი სპორტსმენების პოლიტიკაში შემოსვლა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები