მდინარაძე – „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ ფულს ხარჯავთ საქართველოს დასანქცირებაში, რომ საქართველოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხდეს და მერე თუ ასე მოხდა, ეს ვისი პასუხისმგებლობააო, მეკითხებით

“თქვენ ფულს ხარჯავთ საქართველოს დასანქცირებაში, რომ საქართველოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხდეს და მერე თუ ასე მოხდა, ეს ვისი პასუხისმგებლობააო, მეკითხებით”, – ასე მიმართა „ფორმულას“ ერთ-ერთ ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„დილით, „ნიუსრუმში“ მოიგონეთ ბინძური ჭორი, წამოხვედით, რომ ეს ჭორი გაავრცელოთ და ამით ხალხი შეაშინოთ და მეკითხებით, ეს ჭორი თუ გამართლდა ვისი პასუხისმგებლობაა?! თქვენ ფულს იხდით იმაში, რომ საქართველომ ევროპის გზაზე ვერ იაროს, საქართველოს იმიჯი შეირყეს და თუ ეს მოხდა ვისი პასუხისმგებლობააო, ამბობთ. თქვენ ფულს ხარჯავთ და პასუხისმგებლობაზე მე მეკითხებით?! “, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები