“რაც  უნდა მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი იყოს, ზევიდან ქვევით ვერავის ვაყურებინებთ საკუთარ ქვეყანაზე” – მამუკა მდინარაძე

„ვიღაც გათხოვილია თუ გამოთხოვილია, ეს არ გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ ეს ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის არჩევანს და ქართულ ეკლესიას და ბოდიშის მოხდის ნაცვლად კვლავ შეურაცხყოფით პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოში მიხაელ როთის ვიზიტს.

“აქედან გამომდინარე, თუკი ასეთი ხალხის იმედზეა ჩვენი ოპოზიცია, აქაც სრულ ლუსტრაციასთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ რაც  უნდა მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი იყოს, ზევიდან ქვევით ვერავის ვაყურებინებთ საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ ხელისუფლებაზე, საკუთარი ხალხის არჩევანზე. ცოტა დააკვირდნენ, რას ლაპარაკობენ ჩვენს სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიაზე“, – აღნიშნავს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები