უკრაინაში ფიქრობენ, რომ რუსეთი ტრამპის მკვლელობის მცდელობას პროპაგანდად გამოიყენებს
უკრაინის მაღალჩინოსნები იტყობინებიან, რომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას მოსკოვი პროპაგანდის გასავრცელებლად გამოიყენებს.
”მედიაში რუსეთი ტრამპის მორიგი მკვლელობის მცდელობას უკრაინის წინააღმდეგ იყენებს,” – განაცხადა ანდრი კოვალენკომ, კიევის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
„მასმედიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილმა რუთმა ომში უკრაინას მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, ის ასოცირდება ორგანიზაციასთან, რომელიც უკრაინისა და ტაივანისთვის იარაღის მიწოდებით იყო დაკავებული. ეს ინციდენტი უკვე ხდება რუსული პროპაგანდის თემა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს მცდელობები უახლოეს დღეებში უფრო აქტიურად გაგრძელდება.