უკრაინელებმა კიევის გარშემო რუსების 20-მდე დრონი გაანადგურეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში, კიევის ირგვლივ, საჰაერო სივრცეში მტრის 20-მდე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რუსი ოკუპანტების მერვე საჰაერო შეტევა კიევზე და ეს მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში! წინა შეტევების მსგავსად, მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, Shahed-ები. მაგრამ, ბოლო შეტევებისგან განსხვავებით, ეს იყო მასიური შეტევა. დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში სამ საათზე მეტი გაგრძელდა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის გარშემო საჰაერო სივრცეში მტრის თითქმის ორი ათეული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აღნიშნა პოპკომ.
მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.