შოთა ბერეკაშვილი: ვერ წარმომიდგენია გამჭვირვალობამ ხელი როგორ შეიძლება შეუშალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს

ვერ წარმომიდგენია გამჭვირვალობამ ხელი როგორ შეიძლება შეუშალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ნაწილში კონფლიქტს ვერ ვხედავ, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-16 ნომერმა, შოთა ბერეკაშვილმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმ ვალდებულებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომ გაასაჯაროონ ფინანსები, რამდენად მნიშვნელოვანია.

„ვერ წარმომიდგენია გამჭვირვალობამ ხელი როგორ შეიძლება შეუშალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. რატომ უნდა შეუშალოს, ვინმემ ამიხსნას, რა კონფლიქტშია ერთი მეორესთან. პირიქით, რაც უფრო ბევრ ადამიანს ეცოდინება, რას აკეთებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, უფრო კარგია ყველასთვის და უფრო მეტი ნდობა ექნება. ამ ნაწილში კონფლიქტს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები