საოკუპაციო რეჟიმის მიერ გასული წლის ივლისში უკანონოდ დაკავებულ რამაზ ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გასული წლის ივლისში უკანონოდ დაკავებულ რამაზ ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას, ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – ირაკლი ანთაძე ავრცელებს.

“თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხი არის ცენტრალური ხელისუფლების დღის წესრიგის უცვლელი შემადგენელი ამ შეხვედრებზე. არსებული ე.წ ათდღიანი პერიოდი არის არასაკმარისი, რათა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს ყველა ის სერვისი, რის გამოც ისინი გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პერიოდი უნდა გაგრძელდეს როგორც მინიმუმ მთელი თვის განმავლობაში და პერსპექტივაში აუცილებელია, ამ მიდგომის გაგრძელება საოკუპაციო ხაზის მთელ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ათი მოქალაქე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები