“ისეთ ფორმაში ვარ, როგორშიც არასდროს ვყოფილვარ” – ილია თოფურია

„ვფიქრობ, ჰოლოუეისთან ბრძოლა მალე დასრულდება, მას პირველივე რაუნდში დავამარცხებ. ამ მომენტში ჩემი თავის საუკეთესო ვერსიას წარმოვადგენ, ისეთ ფორმაში ვარ, როგორშიც არასდროს ვყოფილვარ”, – ამის შესახებ UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია  საუბრობს.

“ჩემი შემდეგი ბრძოლა ესპანეთში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2025 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. შესაბამისი ორგანოები ამ თემაზე უკვე მუშაობენ“, – ამბობს თოფურია.

ინფორმაციისთვის, თოფურია ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს 26 ოქტომბერს აბუ დაბიში მაქს ჰოლოუეისთან დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები