“რადიკალური ოპოზიციის არჩევანი არის მტრობა იმ ღირებულებების, ფასეულობების, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოების დაკვეთაა.
„ინიციატივა რომ იყოს მიღებული, ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ვინც ამ ინიციატივას უპირისპირდება, უპირისპირდება ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებსა და ფასეულობებს. რადიკალური ოპოზიციის არჩევანი არის არა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ, არამედ პირიქით – მტრობა იმ ღირებულებების, ფასეულობების, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.