სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებებს ქართველ პარასპორტსმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი მიულოცავენ.

პარალიმპიადიდან ქართველი პარასპორტსმენები 9 მედლით დაბრუნდნენ.

პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები