პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებებს ქართველ პარასპორტსმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი – კახა კალაძე და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი – შერაზ გასრი მიულოცავენ.

ცნობისთვის, პარალიმპიადიდან ქართველი პარასპორტსმენები ცხრა მედლით დაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები