გერმანელმა დიზაინერებმა პარიზის მოდის კვირეულზე პუტინს დასცინეს (ფოტოკოლაჟი)

პარიზის მოდის კვირეულზე მოდელები პოდიუმზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიან მაისურებში გამოვიდნენ. პუტინის ქმედებების ამსახველი ჩვენება გერმანული მარკა „თელბოთ რუნჰოფის“ახალი კოლექციის პრეზენტაციას დაამთხვიეს. მაისურებზე რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტი ქალაქის სიმბოლოებთან ერთად იყო გამოსახული. სლოგანი კი ასეთი იყო: ეწვიეთ ამ ადგილებს, სანამ იქ პუტინმა არ შეაღწია.
მაგალითად, მაისურზე, რომელზეც პარიზის სიმბოლო – ეიფელის კოშკი იყო გამოსახული, დიზაინერებმა ცნობილი სავაჭრო ცენტრ „გალერი ლაფაიეტის“ გამოსახულების პაროდია გააკეთეს, ნიუ-იორკთან კი პუტინი ნახევრად შიშველი კინგ-კონგის როლშია გამოსახული. ის ემპაიარ სთეით ბილდინგზე ხელში რუსეთის დროშით დგას.
როგორც დიზაინერები ამბობენ, კოლექციაში მათ იუმორით უნდოდათ ყირიმის რუსეთთან შეერთების საკითხზე პოზიცია გამოეხატათ.
„პუტინი – განდიდების მანიით შეპყრობილი საშიში და ცივსისხლიანი კაცია. მსგავსი ადამიანები მთელ კაცობრიობას სიბნელეში ამყოფებენ. არაფრისგან კონფლიქტის შექმნა – ეს წარმოუდგენელია“, – თქვა ერთ-ერთმა დიზაინერმა.

1488458_841297779243795_502223205_n

1940122_841297795910460_2040464422_n

10580371_841297789243794_937337404_n

10581103_841297792577127_1992616268_n

10638064_841297799243793_124954433_n

10711498_841297785910461_790843066_n

10717782_841297782577128_246571090_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები