“მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკუთარ ოჯახში დროულ დაბრუნებაზე” – ირაკლი ანთაძე

“ვიმსჯელებთ წინა შეხვედრიდან დღემდე განხორციელებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებზე”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 121-ე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

“მთავარი აქცენტი დღევანდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკუთარ ოჯახში დროულ დაბრუნებაზე. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში 10 პირი იმყოფება.

დაფიქსირდა ბორდერიზაციის 8 შემთხვევა. ბორდერიზაციის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რა დროსაც გავლებული იყო ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები და აღიმართა მეტალის ბოძები, რომლებზეც შემდეგ ხდება მავთულხლართის გავლება“, – განაცხადა ანთაძემ.

დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 121-ე შეხვედრა გაიმართება.

ქართული მხარე ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა გათავისუფლებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები