ბექა დავითულიანი – ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე: ფილმს +18 რომ აწერია, ეს ნიშნავს, რომ არასრულწლოვანმა არ უნდა ნახოს, იგივეა ეს კანონიც
“ფილმს +18 რომ აწერია, ეს ნიშნავს, რომ არასრულწლოვანმა არ უნდა ნახოს, იგივეა ოღონდ ამ აქცენტით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ თაობებს გარკვეული ტიპის შემცველ მასალაზე წვდომა უნდა შეეზღუდოთ.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს უფლება უნდა შეილახოს, ყველა უმცირესობის უფლებები უნდა იყოს ბოლომდე და სრულად დაცული. თუმცა ხელმისაწვდომობა ბავშვებს, მომავალ თაობებს უნდა შეეზღუდოთ გარკვეული ტიპის, ისეთი შინაარსის შემცველ მასალაზე, რომელიც საერთოდ არ არის არაბუნებრივი და საერთოდ არ ზღუდავს ვინმეს უფლებას“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.