“ერთი წამით დავუშვათ, რომ შევერთებოდით სანქციებს, გაგვეშვა მოხალისეები უკრაინაში, გაგვეგზავნა იარაღი, ვინმეს აქვს წარმოდგენილი – თუ რა იქნებოდა საქართველოში?!” – ყაველაშვილი

“ერთი წამით დავუშვათ, რომ მაშინ შევერთებოდით სანქციებს, გაგვეშვა მოხალისეები, გაგვეგზავნა იარაღი, ვინმეს აქვს წარმოდგენილი თუ რა იქნებოდა საქართველოში?!”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

“გაიხსენეთ, აბა, უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებში, რას ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან და ვინ ითხოვდა. გარდა იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება, ეს ჩვენი თითქოს გულმხურვალე პარტნიორები, რომ დაუწესეთ სანქციები რუსეთს, გააგზავნეთ მოხალისეები, იყავით აქტიური, მიაწოდეთ იარაღი და ა.შ. ამ პოზიციებს ჩვენ შევეწინააღმდეგეთ და გვახსოვს, როგორი ზეწოლის ქვეშ გაიარა როგორც ხელისუფლებამ, ასევე თითოეულმა ჩვენგანმა. და გაიხსენეთ ვინ იყვნენ ამ ყველაფრის აღმსრულებლები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ყველა ეს რადიკალური ფრთა ვინც დღეს ოპოზიციაში არის, არც ერთი არ არის გამონაკლისი. ყველა ამას გვთხოვდა, ყველა იდგა რუსთაველზე და ამუნათებდნენ საკუთარ ქვეყანას.

ერთი წამით დავუშვათ, რომ მაშინ რომ შევერთებოდით სანქციებს, გაგვეშვა მოხალისეები, გაგვეგზავნა იარაღი, ვინმეს აქვს წარმოდგენილი თუ რა იქნებოდა საქართველოში?

საქართველოს მოქალაქემ კარგად გაიგო. მიუხედავად ამ ზეწოლებისა, მე ვიგრძენი, ზურგს მიმაგრებდა ჩემი მოქალაქე, რომელმაც გაიგო ეს პროცესი, რა ხდებოდა, მერე ამ პარტნიორებმაც გაიგეს და ზოგიერთებმა მერე უკან დაიხიეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები