რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების საკითხს ევროკავშირის სამიტზე 23-24 ოქტომბერს განიხილავენ
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების საკითხი შესაძლოა ევროკავშირის სამიტზე 23-24 ოქტომბერს იქნეს განხილული. გადაწყვეტილებას უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მიიღებენ. უცხოური პრესის ცნობით, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შორის სანქციების გაუქმების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ცნობილია, რომ შესაძლოა გაუქმდეს ანტირუსული ზომების მხოლოდ ნაწილი.
მანამდე ერთ-ერთმა ევროპულმა დიპლომატმა განაცხადა, რომ სანქციების გაუქმებისთვის საჭირო იქნება შეხვედრა უმაღლეს დონეზე.
„სანქციების დაწესების პოლიტიკური გადაწყვეტილება სამიტზე იყო მიღებული, ზომების გაუქმების შესახებაც ასევე სამიტზე უნდა ვიმსჯელოთ“, – განაცხადა დიპლომატმა.