აშშ ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში ადანაშაულებს

ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები უკრაინაში გამოსაყენებლად გადასცა, რაც თეირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოიწვევს, – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა დაადასტურა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი სანქციები მალე გამოცხადდება.

”ჩვენ გავაფრთხილეთ თეირანი საჯაროდ და პირადადაც, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა საშიში ესკალაცია”, – თქვა ბლინკენმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე მიიღო რაკეტები და, სავარაუდოდ, ამ მარაგებს რამდენიმე კვირაში უკრაინაში გამოიყენებს. ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამ კვირაში უარყვეს, რომ ისინი იარაღს აგზავნიდნენ რუსეთში.

ცნობილია, რომ ირანი რუსეთს თავდასხმის თვითმფრინავებს აწვდის, მაგრამ ბოლო დრომდე თავს იკავებდა უფრო მძლავრი იარაღის გადაცემისგან. როგორც უცხოური მედია ვარაუდობს, ეს გამოწვეული იყო შეერთებული შტატებისა და ევროპის გაფრთხილებებით, რომ ამას მტკივნეული სანქციების ტალღა მოჰყვებოდა.

თეთრი სახლის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ აღნიშნა, რომ თუ ირანი გადასცემდა რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს, ეს იქნება “დრამატული ესკალაცია” უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა წინა კვირაში უარყვეს, რომ ისინი იარაღს რუსეთში აგზავნიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები