ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელის არმიამ „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლა

ისრაელის არმიამ ლიბანზე საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ სპეციალური ოპერაციების დანაყოფის „რადვანის“ მეთაური, მოჰამად კასემ ალ-შაა მოკლა,- ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

როგორც „ცაჰალი“ იუწყება, „რადვანის“ მეთაური ქარაუნის რაიონში, ბეირუთიდან 58 კილომეტრში მოკლეს. ალ-შაას მრავალი ტერორისტული აქტი აქვს ჩადენილი ისრაელის წინააღმდეგ.

ისრაელის თავდაცვის არმიაში ფიქრობენ, რომ მისმა ლიკვიდაციამ ლიბანის სამხრეთიდან ისრაელზე „ჰეზბოლას“ შეტევების შანსები მკვეთრად შეამცირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები