გაეროს გენერალური მდივანი – ღაზას სექტორზე: სიკვდილისა და ნგრევის ასეთი დონე არასოდეს მინახავს

ტანჯვის დონე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში, უპრეცედენტოა ჩემი, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მანდატის პერიოდში, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრისას განაცხადა.

„არასოდეს მინახავს სიკვდილისა და ნგრევის ისეთი დონე, როგორსაც ვხედავთ ღაზაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში“, – აღნიშნა გუტერეშმა.

მან ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ხაზგასმისას აღნიშნა, რომ გაერომ მხარეებს ნებისმიერი ზავის მონიტორინგი შესთავაზა, მაგრამ, მისი თქმით, არარეალურია იმის ფიქრი, რომ გაეროს შეუძლია ღაზას მომავალთან დაკავშირებით როლის შესრულება მომავალში, ტერიტორიის ადმინისტრირებით ან სამშვიდობო ძალების უზრუნველყოფით, ვინაიდან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელი გაერო-ს როლს მიიღებს.

„რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით გავაკეთოთ ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ გვთხოვა. საკითხავია, მიიღებენ თუ არა ამას მხარეები, კერძოდ, მიიღებს თუ არა ამას ისრაელი“, – აღნიშნა გუტერეშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები