აშშ-ისა და ჩინეთის უმაღლესმა სამხედროებმა ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის მოლაპარაკებები პირველად გამართეს
აშშ-ისა და ჩინეთის უმაღლესი რანგის სამხედროებმა მოლაპარაკებები პირველად გამართეს,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ერთმანეთს ვიდეოზარის მეშვეობით აშშ-ის ჯარების ინდო-წყნარი ოკეანეს სარდლობის მეთაური, ადმირალი სემ პაპარო და ჩინეთის არმიის სამხრეთ სარდლობის მეთაური, ვუ იანანი ესაუბრნენ.
საუბრის მთავარ მიზანს სამხედრო ურთიერთობების სტაბილიზაცია წარმოადგენდა. როგორც Reuters-ი ამტკიცებს, მხარეებს სურთ მომავალში გაუგებრობებს აარიდონ თავი, განსაკუთრებით ისეთ წერტილებში, როგორიცაა სამხრეთ ჩინეთის ზღვა და ტაივანი.
„ორივე მხარემ ერთმანეთს ღრმა მოსაზრებები გაუზიარა იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს“, – აცხადებენ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში.