რუსეთის თავდაცვამ სტრატეგიული სწავლება “ოკეანე-2024” დაიწყო
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა სტრატეგიული სწავლება “ოკეანე-2024” დაიწყო,- ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მანევრები წყნარი და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ასევე, ხმელთაშუა, კასპიისა და ბალტიის ზღვების აკვატორიებში ჩატარდება.
სამინისტროს განცხადებით, სწავლებაში ჩართული იქნება 90 ათასზე მეტი სამხედრო, 400-ზე მეტი საბრძოლო გემი, წყალქვეშა ნავი და დამხმარე ფლოტის დამხმარე გემები, საზღვაო და საჰაერო კოსმოსური ძალების საზღვაო ავიაციის 120-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 7000 ერთეული იარაღი, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა.
“მანევრებში ჩართულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოპერატიული ჯგუფები, ეროვნული გვარდიისა და დაცვის ფედერალური სამსახურის ჯარები, ასევე სამხედრო კონტინგენტები რუსეთის ფედერაციის უცხოელი პარტნიორი ქვეყნებიდან”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
დაგეგმილი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება “ოკეანე-2024” 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.