პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, აკაკი ჯინჭარაძე სამშობლოში დაბრუნდა

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდა პარაჭოლჭიმელი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წარმატება ქართველ პარალიმპიელს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაიამ მიულოცა. სპორტსმენს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც.

“ქართველმა პარაწოლჭიმელმა, აკაკი ჯინჭარაძემ 250 კილოს დაძლევა მოახერხა და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მეცხრე მედალი მოუტანა. საქართველომ პარალიმპიადზე პარაწოლჭიმში მედალი პირველად მოიპოვა.

პარიზის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ ცხრა მედალი მიიღო: ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. ამ რაოდენობის მედალი საქართველომ პარალიმპიადაზე პირველად მიიღო”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები