“გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მერია ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის საჯარო ჩვენებას გამართავს” – კალაძე
“ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს! 10 სექტემბერს გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის საჯარო ჩვენებას გამართავს”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
“10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე ტირანაში საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება”, – წერს კალაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში მატჩისწინა ვარჯიში გამართა.