ამერიკა იაპონიაში Typhon-ის ტიპის სარაკეტო სისტემების განლაგებას გეგმავს

შეერთებული შტატები გეგმავს, იაპონიის ტერიტორიაზე განათავსოს MRC Typhon სისტემები, რომლებიც საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულებით აკრძალულია,- ამის შესახებ The Japan Times იტყობინება.

ეს მეორე შემთხვევაა მას მერე, რაც ამერიკელებმა ისინი ფილიპინებზე, დედაქალაქ მანილასთან ახლოს განალაგეს.

იაპონიაში გაშლის შემთხვევაში, ამერიკული რაკეტების დაფარვის ზონაში სრულად ხვდება ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი და რუსეთის შორეული აღმოსავლეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები