ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ორი რაკეტა და 40-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

10 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა ორი რაკეტა და 46 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა მათი განადგურება მოახერხეს,- ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ტელეგრამის არხზე ვრცელდება.

 

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ძალები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

საზენიტო ბრძოლის შედეგად, ჯამში, 38 შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები