ვილი სანიოლი: ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება – მთავარია ფეხბურთელებმა შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ

“ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან”,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, ქართველმა ფეხბურთელებმა ისევ შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ.

„ალბანეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავსად, ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მაღალი ინტენსივობით ჩაატარეს თითოეული თამაში. ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან. ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ“, – განაცხადა სანიოლმა.

ცნობისთვის, საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების შეხვედრა დღეს, 22:45 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები