“ალბანეთი საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია; ვეცდებით, სამი ქულა მოვიპოვოთ” – ლოჩოშვილი

„ტირანაში დაძაბულ შეხვედრას ველით. ალბანეთი საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა ისაუბრა.

“ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ ერთა ლიგას კარგ ფორმაში შევხვდით. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ და ამ შეკრებას დადებითი შედეგით დავასრულებთ.

ტირანაში დაძაბულ შეხვედრას ველით. ალბანეთი საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია. მეტოქე შევისწავლეთ და ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა, დაძაბულ თამაშს ველი და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს“, – თქვა ლოჩოშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები დღეს ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები