რუსეთს ღამით დრონებით თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი
მოსკოვსა და სხვა რეგიონებში ათეულობით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ, მათ შორის, სულ მცირე, 14 მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა. შედეგად, რამენსკოეში ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა,- ინფორმაცია მოსკოვის მერმა, სერგეი სობინიანმა გაავრცელა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, დრონების ჩამოგდება პოდოლსკის, რამენსკოეს, ლუბერცის, დომოდედოვოსა და კოლომნა რაიონებში შეძლეს. რამენსკოეში იერიშის სამიზნეში მოექცა საცხოვრებელი კორპუსები.
მომხდარის გამო დროებით დაიხურა მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტები.