ვიზალიბერალიზაციისთვის საჭიროა, სომხეთის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს – ევროკომისიის წამრომადგენელი

დიალოგის საბოლოო მიზანია სომხეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმება. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლება საკვანძო სფეროებში მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებს,- განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარგარიტის სხინასმა  პრესკონფერენციაზე, რომელიც მან სომხეთის ვიცე-პრემიერთან, მგერ გრიგორიანთან ერთად გამართა.

“ჩვენი მიზანია – რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ საბოლოო წერტილს, თუმცა ამ პროცესში ავტომატიზაცია არ არსებობს”, – განაცხადა სხინასმა

თავის მხრივ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და, ამავე დროს, იაზრებს, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია თანმიმდევრული და ორიენტირებული მუშაობა.

“ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ამ პროცესს, როგორც სტრატეგიულ დღის წესრიგს მიგრაციის, ადამიანების გადაადგილებისა და სასაზღვრო კონტროლის მოდერნიზაციის სფეროში”, – განაცხადა გრიგორიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები