წყალდიდობას მაროკოში სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, 4 მოქალაქე დაკარგულად ითვლება

სტიქიის შედეგად მომხდარ წყალდიდობას მაროკოში სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მაროკოს სამხრეთით მდებარე პროვინციებში, ტატაში, ტიზნიტში, ერაჩიდიაში, ტინგირსა და ტარუდანტში, კოკისპირულმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. დაღუპულია, სულ მცირე, 18 ადამიანი, ოთხი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა შორის არის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, ესპანეთიდან, კანადიდან და პერუდან.

წყალდიდობის შედეგად განადგურებულია 56 საცხოვრებელი სახლი, დააზიანებულია გზები. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები