სერგეი ლავროვი: დასავლეთი უკრაინის საკითხზე რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს.

„უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ინიციატივა, დიდი ხანია, ცნობილია და ყველას მობეზრებული აქვს, ეს სუფთა წყლის ულტიმატუმია. დასავლეთის მიერ ამ ულტიმატუმზე ჩაბღაუჭება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დასავლეთს არ სურს პატიოსნად მოლაპარაკება და სურს, გააგრძელოს ყველაფრის კეთება, რათა რუსეთი მიუახლოვდეს იმ ვითარებას, როდესაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ მათ რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი მიაყენეს“, – განაცხადა ლავროვმა.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ომის გამარჯვების დეტალურ გეგმას ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს წარუდგენს.

ამასთან დაკავშირებით ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ზელენსკის “ფორმულას” სერიოზულად არასდროს არ უყურებდა და უკვირს, თუ კი ვინმეს შეუძლია, ამაზე წამოეგოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები