13 სექტემბერს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს
13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლის წინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოგისტიკისა და ღონისძიებების ორგანიზების სამსახურის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ონოფრიშვილის თქმით, 13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანის სასახლის წინ სახალხო ზეიმი გაიმართება, სადაც დაჯილდოება შედგება.
“ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც, დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და ჩვენი ბენდის კონცერტი და ამით დასრულდება ეს ღონისძიება”, – განმარტა ონოფრიშვილმა.