ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ერევანში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დასაწყებად ჩავიდა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი ერევანში ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დასაწყებად ჩავიდა. ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვასილის მარაგოსი აცხადებს.
„მოხარული ვარ, მივესალმო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მარგარიტის სხინას სომხეთის პრეზიდენტ ვააგან ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოაინთან მოლაპარაკებებისთვის სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორების გაძლიერებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების მიზნით“, – დაწერა ევროკავშირის ელჩმა სოციალურ ქსელ X-ში.
როგორც ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია აღნიშნული, ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება პოლიტიკურ დონეზე ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ძლიერი გზავნილი მათი მზადყოფნის შესახებ, გააღრმაონ ევროკავშირსა და სომხეთს შორის უკვე ძლიერი პარტნიორობა.