მადრიდში უცნობი პირი სერბეთის ელჩს თავს დაესხა
მადრიდში უცნობი პირი სერბეთის ელჩს, ირენა სარაკს თავს დაესხა. თავდასხმა მადრიდის ცენტრში იმ ქუჩაზე განხორციელდა, სადაც, სერბეთის ელჩი ცხოვრობს,- ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, თავდამსხმელის საუბრიდან გამომდინარე, თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ის ალბანური წარმოშობისაა. რამდენიმე მოწმემ უშედეგოდ სცადა თავდამსხმელის დაჭერა.
პოლიცია მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. შემთხვევა დაგმო სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკო ჯურიჩმა.
„მე მკაცრად ვგმობ ფიზიკურ თავდასხმას ელჩზე, რომელიც მადრიდის ცენტრში განხორციელდა. ჩვენ მოვითხოვთ სრულ გამოძიებას და პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ აღმაშფოთებელი ინციდენტისა და ძალადობის აქტისთვის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატიური წარმომადგენლის წინააღმდეგ“, – განაცხადა მარკო ჯურიჩმა.