პოლონეთის განცხადებით, ბელარუსთან და რუსეთთან კავშირში მყოფი დივერსიული ჯგუფი გაანეიტრალეს

პოლონეთის  უსაფრთხოების სამსახურებმა გაანეიტრალეს რუსეთისა და ბელარუსის კიბერდივერსიული ოპერაცია,- ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, დივერსანტები, რომლებიც ბელარუსიდან რუსეთთან თანამშრომლობით მოქმედებდნენ, ინფორმაციის მოპოვებას სამთავრობო ინსტიტუტებიდან ცდილობდნენ.

“ბელარუსის და რუსეთის საგარეო სამსახურებს კონკრეტული მიზანი ჰქონდათ – ინფორმაციის გამოძალვა, პიროვნებების და ინსტიტუტების შანტაჟი და დე ფაქტო კიბერომის წარმოება”, – თქვა მან.

გავკოვსკის განცხადებით, მცდელობა ჩაიშალა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები