“ბავშვს რაღაც უშნოდ ეთამაშებოდაო, ამ მიზეზით დაუჭერიათ” – შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის საქმეზე, რა დროსაც ზუგდიდში 66 წლის მამაკაცი დააკავეს, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.

მომხდარის შესახებ მოზარდმა მშობელს თავად უამბო. დედა, გადამოწმების მიზნით,  სახლში მაშინ მივიდა, როცა არ ელოდებოდნენ. მორიგი ძალადობის ფაქტზე, მან პოლიცია თავად გამოიძახა.

9 წლის გოგონასთან ფსიქოლოგები მუშაობენ, მას ექსპერტიზა უტარდება.

“ბავშვს რაღაც უშნოდ ეთამაშებოდაო, ამ მიზეზით დაუჭერიათ, ეს მითხრეს მარტო”, – ამბობს მეზობელი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება შსს-მ 2 მუხლით დაიწყო – მუქარა და გარყვნილი ქმედება ოჯახის წევრის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები