ნიგერიაში ნავთობმზიდი სატვირთო მანქანას შეეჯახა – დაიღუპა, სულ მცირე, 52 ადამიანი
ნიგერიაში ნავთობმზიდისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 52 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ნიგერის შტატში მოხდა. შეჯახებამ აფეთქება გამოიწვია, რის გამოც ორივე სატრანსპორტო საშუალება დაიწვა.
აფეთქების შედეგად ცეცხლი სხვა მანქანებსაც მოედო. სატვირთო მანქანას ხალხი და პირუტყვი გადაჰყავდა.
როგორც „ბიბისი“ ნიგერიის საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რვა ადამიანი საავადმყოფოში რჩება.