პორტუგალიაში ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია

პორტუგალიაში, ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია. მსჯავრდებულები დედაქალაქ ლისაბონიდან 70 კილომეტრში მდებარე ვალე-დე-ჟუდეუსის მკაცრი რეჟიმის საპატიმროდან გაიქცნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს.

პორტუგალიის სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, პატიმრები შაბათ დილით კედელზე კიბის საშუალებით გადაძვრნენ, რა დროსაც გარედან მათ დახმარება აღმოუჩინეს.

პორტუგალიის ციხის მცველთა ეროვნული გაერთიანება აცხადებს, რომ გაქცეული პატიმრები უკიდურესად საშიშები არიან. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ მათ. პორტუგალიის პოლიციამ მათ დასაკავებლად საერთაშორისო დახმარება ითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები