ალექსანდრ სირსკი: კურსკში დაწყებული ოპერაცია პოკროვსკის დაცვაში დაგვეხმარა
ოკროვსკის შენარჩუნებისთვის უკრაინა ყველაფერს აკეთებს და ჩვენ ამაში კურსკში დაწყებული ოპერაცია გვეხმარება,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
სირსკი აღნიშნავს, რომ ამან ოკუპანტებს ნაწილების მანევრირების შესაძლებლობა წაართვა.
ამასთან, გენერალმა განაცხადა, რომ მტერი პოკროვსკის მიმართულებით, ბოლო 6 დღის განმავლობაში, არცერთი მეტრით წინ არ წასულა, ამიტომ უკრაინის სტრატეგია მუშაობს და ახლა ისინი პოკროვსკის ტერიტორიაზე თავდაცვას აძლიერებენ.
“ცხადია, მტერმა თავისი ყველაზე გამოცდილი ნაწილების კონცენტრირება პოკროვსკის მიმართულებით მოახდინა, მაგრამ ჩვენ ოკუპანტებს ნაწილების მანევრირებისა და ნაწილების სხვა მიმართულებებიდან გადმოსროლის შესაძლებლობა წავართვით”, – თქვა სირსკიმ.