რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს – დაიღუპა 1 მოზარდი

რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც 16 წლის მოზარდი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

“რუსული დაბომბვის შედეგად, ნიკოპოლში სასწრაფო დახმარების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა გარდაცვლილი და დაშავებულები სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავდა სამი ადამიანი. 79 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,- წერს სამხედრო ხელმძღვანელი ტელეგრამზე.

ლისაკმა განმარტა, რომ რუსებმა ნიკოპოლს ათამდე ჭურვი ესროლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები