ლიეტუვის მინისტრი – “რუსეთის ფედერაციის დრონები ნატოს ტერიტორიაზე ჩვენი უმოქმედობის გამო ვარდება”

რუსეთის ფედერაციის დრონები ნატოს ტერიტორიაზე ჩვენი უმოქმედობის გამო ვარდება,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

როგორც ლანდსბერგისი აღნიშნავს, ინციდენტები, რომლებთან დაკავშირებითაც ფიქრი სამი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, ახლა რუტინად ითვლება.

„არაფერი არ უნდა ვარდებოდეს უკრაინაში, ლატვიაში ან ნატოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ახალი რეალობაა, სადამდეც ჩვენმა უმოქმედობამ მიგვიყვანა“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს.

ინფორმაციისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვაში, ქვეყნის აღმოსავლეთით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები