უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაიწვია
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ახლად დანიშნული მინისტრი აცხადებს, რომ ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ვერ იქნებიან მოწყვეტილი ომის რეალობისგან. გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კი ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა დაასახელა.
„კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.