ბოლივიამ ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ბოლივიამ მძვინვარე ტყის ხანძრების გამო ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
”საგანგებო მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს უფრო სწრაფი და ეფექტური მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისგან”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ედმუნდო ნოვილომ.
ცეცხლი 4 მილიონამდე ჰექტარს უკიდია. ძლიერი სიცხისა და მშრალი ჰავის გამო მაშველები ცეცხლის გავრცელების კონტროლს ვერ ახერხებენ.