რომის პაპი პაპუა-ახალ გვინეაში ჩავიდა
რომის პაპი ფრანცისკე პაპუა-ახალ გვინეაში ვიზიტით ჩავიდა. მან აღავლინა გამართა დედაქალაქ პორტ მორსბიში სტადიონზე, სადაც დაახლოებით 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა, ამის შესახებ Associated Press იტყობინება.
„თქვენ, ვინც ცხოვრობთ წყნარ ოკეანეში ამ დიდ კუნძულზე, შეიძლება ხანდახან იფიქროთ, რომ ხართ შორეულ ქვეყანაში, სამყაროს დასასრულში, მაგრამ დღეს უფალს სურს თქვენთან დაახლოება, დისტანციების გადალახვა, გაცნობოთ, რომ მის გულში ხართ, თითოეული თქვენგანი მისთვის მნიშვნელოვანია“, – უთხრა პონტიფიკოსმა დამსწრეებს.