“ასეთი ლამაზი ფეხბურთი დიდი ხანია, არ გვითამაშია” – კვარაცხელია
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. ჩემი აზრით, ასეთი ლამაზი ფეხბურთი, დიდი ხანია, არ გვითამაშია და ძალიან კმაყოფილები ვართ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთთან ჩატარებული მატჩის შემდგომ ისაუბრა.
“თითქმის ყველა შექმნილი ეპიზოდი გამოვიყენეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამით ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯგუფური ეტაპის მოგებით დაწყება, რაც ალბანეთთან სტუმრად კარგი თამაშით უნდა გავამყაროთ.
საქართველოს ნაკრებს ყველა ტურნირზე შეუძლია წარმატების მიღწევა, რადგან დღეს ანგარიშგასაწევი გუნდი ვართ და ყველაფერს კარგად ვაკეთებთ – ეს დღევანდელმა მატჩმაც დაამტკიცა, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1-ის მოგება, თანაც ასეთი ლამაზი ფეხბურთის ჩვენება ძალიან კარგია”, – თქვა კვარაცხელიამ.
საქართველომ ჩეხეთი დამაჯერებლად – ანგარიშით 4:1 დაამარცხა.