გივი მიქანაძე: საზოგადოებამ დაინახა კიდევ ერთხელ, თუ რეალურად რას წარმოადგენს რადიკალური ფრთა, ის ადამიანები, რომლებიც ზიზღის და სიძულვილის ენით საუბრობენ

“საზოგადოებამ დაინახა კიდევ ერთხელ, თუ რეალურად რას წარმოადგენს რადიკალური ფრთა, ის ადამიანები, რომლებიც ზიზღის და სიძულვილის ენით საუბრობენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტიის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალებში არანაირი ცვლილება არ მომხდარა.

„რომელთა ამ გამოხატულებამ და დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იმ უდიდეს ტრაგედიამდე, რასაც ჩვენი გუნდის წევრის გარდაცვალება ჰქვია. ამ ადამიანებში არანაირი ცვლილება არ მომხდარა 2012 წლის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის, რაც კი მათ შეუძლიათ, საზოგადოებას შესთავაზონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, “იმედის“ ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრ ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები